ფეხბურთი

15:20 | 15.07.2023 | ნანახია 379 - ჯერ

დეკლან რაისმა "ვესტ ჰემი" დატოვა და "არსენალში" ითამაშებს

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეკლან რაისმა გუნდი დატოვა. ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს.

„მეთოფეებმა" რაისს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმეს და 41-ნომრიანი მაისური გადასცეს. მთლიანობაში „არსენალმა“ 122 მილიონი გაიღო და რაისი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

დეკლან რაისი „ვესტ ჰემის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 245 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. რაისმა 2018 წელს ირლანდიის ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა 2019 წლიდან ინგლისის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და 43 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:57 | 15.07.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

სულაც არ ჭირდება ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა, მისი გავლენაც კი მაგრად მუშაობს.
ბარსაში იყო და ესპანეთის ნაკრები იგებდა ყველაფერს, ბავარიაში დაინიშნა და გერმანიამ მსოფლიო მოიგო.
წლების უკვე სიტიშია და ინგლისის ნაკრებს ჯერაც ვერაფერი მოუგია (პროგრესის მიუხედავად), თუმცა ვფიქრობ ყველაფერი ლოგიკურად დაგვირგვინდება - სამი ლომი მოიგებს ან ევროპას, ან მსოფლიოს.

17:04 | 15.07.2023
Kobe Bean (21688)

ინგლისს ძაან მაგარი შემადგენლობა ყავს მაგრამ რად გინდა,ლუზერის მენტალიტეტის არიან.გვარდიოლა უნდა დანიშნონ და მოიგებენ 2026-ის მუნდიალს

0.122515