ფეხბურთი

12:49 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" მზადაა ხვიჩა კვარაცხელიაში "ნაპოლის" 90 მილიონი შესთავაზოს

ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისისთვის კვარა ამ ეტაპზე ხელშეუხებელ ფეხბურთელთა შორისაა, მაგრამ მაინც ყველაფერი დამოკიდებული იქნება შეთავაზებაზე. იტალიური გამოცემა კი წერს, რომ „კაჭკაჭები“ მზად არიან 22 წლის ქართველ ფეხბურთელში 90 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ჯერჯერობით, „ნაპოლის“ მეპატრონის პოზიცია უცნობია. ცხადია, მას ორი გზა აქვს: ან დაბლოკოს წინადადება და შეინარჩუნოს ქართველი ლიდერი, ან დაიწყოს მოლაპარაკებები და ერთგვარი ვაჭრობა, რათა ხვიჩაში რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კიდე 4 წელი აკავშირებს. საუბარი იყო ხელშეკრულების ერთი წლით განახლებაზეც, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. „ნიუკასლი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ცოტა ხნის წინ სერია A-დან ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, სანდრო ტონალი უკვე გადაიბირა.

0.112978