ფეხბურთი

11:04 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ "ჩელსის" 37 მილიონს სთავაზობს

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.

„იუვენტუსი“ მზადაა „ჩელსის“ ბელგიელში 37.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც ბონუსად 2.5 მილიონსაც დაამატებს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტურინელები დუშან ვლაჰოვიჩს გაყიდიან, რომლითაც „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდება.

ლუკაკუმ გასული სეზონი „ინტერში“ იჯარით გაატარა და მილანელებსაც სურთ მისი შეძენა, მაგრამ ბელგიელი მზადაა „იუვეშის“ შეთავაზება მიიღოს. ეს იმის მიუხედავად, რომ „ბიანკონერის“ ფანებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და გასულ სეზონში ტურინში ინციდენტებიც არაერთხელ მოხდა ბელგიელთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ „იუვენტუსში“ ტრანსფერთან 2019 წელს ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მაშინ პაულო დიბალამ „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა და გარიგებაც ჩაიშალა (იმ დროს ბელგიელი „წითელ ეშმაკებში“ თამაშობდა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118101