ფეხბურთი

1:31 | 15.07.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ბენჟამინ მენდი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ბენჟამინ მენდი გაამართლეს. მანჩესტერის სასამართლომ ფრანგი მცველი უდანაშაულოდ ცნო გაუპატიურების ყველა ბრალდებაში.

მენდის ბრალად ედებოდა 2020 წლის ოქტომბერში 24 წლის გოგონას გაუპატიურება და რამდენიმე თვის შემდეგ საკუთარ სახლში 29 წლის ქალის მიმართ მსგავსი რამის გაკეთების მცდელობა. სასამართლომ დაადგინა, რომ მენდი უდანაშაულო იყო და მას სექსუალური ძალადობა არ მოუხდენია. ასე რომ, მენდი თავისუფალია და 28 წლის ფეხბურთელს შეუძლია საფეხბურთო კარიერა განაახლოს.

თუმცა, ბენჟამინ მენდიმ ბოლოს ორი წლის წინ, 2021 წლის აგვისტოში ითამაშა, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. შესაბამისად, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს ფორმაში დაბრუნებას, მით უფრო, რომ მისი ცხოვრება ამ პერიოდში თავდაყირა დადგა და ძნელი სათქმელია, ვინ აღადგენს მის შელახულ იმიჯს...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.071916