ფეხბურთი

0:55 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: გიორგი მიქაუტაძე "რომას" ინტერესის სფეროშიცაა

„მეცის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე „რომას“ დაუკავშირეს. ასე რომ, შეიძლება მისთვის ბრძოლა რომაულმა კლუბებმა გააჩაღონ, რადგან მანამდე „ლაციოს“ ინტერესის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

„რომას“ მიქაუტაძე პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ დაუკავშირა, მაგრამ „ჯალოროსის“ ჯერ გიორგის თაობაზე შეთავაზება არ გაუკეთებია, „ლაციოსგან“ განსხვავებით.

ცნობილია, რომ „მეცმა“ 15-მილიონიანი შეთავაზება უარყო და 22 წლის ქართველ ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიქაუტაძე 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. სწორედ გიორგის დიდი წვლილია, რომ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდა.

0.129328