იტალიურმა „რომამ“ დანიის ნაკრების მცველი რასმუს კრისტენსენი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„ჯალოროსიმ“ 26 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატა ინგლისური „ლიდს იუნაიტედიდან“. დანიელი რომაელთა ღირსებას 43-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
გასულ სეზონში კრისტენსენმა 30 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „მიდტიულანდში“, „აიაქსსა“ და „ზალცბურგში“ ირჯებოდა.