ფლორენციის „ფიორენტინამ“ ნიჭიერი იტალიელი მცველი ფაბიანო პარიზი დაიმატა. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პარიზის სანაცვლოდ ფლორენციელებმა „ემპოლის“ 10 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაუხადეს და ფეხბურთელბს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. აღსანიშნავია, რომ მარცხენა მცველით „იუვენტუსიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ ფლორენციელებმა უფრო სწრაფად იმოქმედეს.
ფაბიანო პარიზი 2020 წლიდან „ემპოლიში“ თამაშობდა და 81 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბენევენტოსა“ და „აველინოს“ წევრი იყო. იტალიის 21-წლამდე ნაკრებში მას 11 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.