ფეხბურთი

18:45 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" კაპიტანი: "რაც მალე გაირკვევა მიქაუტაძის საკითხი, მით უფრო კარგი იქნება"

„მეცის“ კაპიტანმა მატიუ უდოლმა გიორგი მიქაუტაძის მომავალზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო მალე გადაწყდება ეს საკითხი, მით უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის.

„ვფიქრობ, რაც უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, მით უკეთესი იქნება გუნდისთვის და იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც პოტენციურად შეძლებენ მის შეცვლას“, - თქვა უდოლმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ყველაზე აქტიურად „ლაციოს“ და „ბარნლის“ უკავშირებენ, მანამდე ასევე გაიჟღერა „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ვარიანტებმაც. გიორგიმ გასულ სეზონში 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირობა მოახერხა და ასევე დაასახელეს ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

„მეცი“ ქართველ ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული, 20 მილიონ ევროს ითხოვს. L’Equipe-მ დაწერა, რომ ფრანგებმა 15 მილიონიან შეთავაზება უარი თქვეს.

0.11192