ფეხბურთი

14:58 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "გოგონებმა დაიჯერეს, რომ რაღაცების შეცვლა შეუძლიათ"

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა სომხეთთან გამარჯვების (5:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს კარგი დასაწყისია, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა იფიქრონ.

"ძალიან კარგი სტაფი გვყავს, რომელიც გუნდური მუშაობის შედეგად იღებს გოგონებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს. შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებსაც თავდაუზოგავად მუშაობა სურთ. ფეხბურთელების ხარისხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ ყოვლისა, მთავარია ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი. არ გვყავს ბევრი მოთამაშე, თუმცა შეკრებაზე გოგონებმა ძალიან ბევრი იშრომეს და დაიჯერეს, რომ რაღაცების შეცვლა შეუძლიათ. ყველაფერი მათ ხელშია.

დღევანდელი მატჩი კარგი დასაწყისია, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ. ამ საფეხურზე გაჩერება ეროვნულ გუნდში სათამაშოდ და ერთა ლიგაზე საასპარეზოდ საკმარისი არ იქნება. ასე რომ, დღევანდელი გამარჯვება კარგი იყო თავდაჯერებისთვის და რწმენისთვის. ნებისმიერი მოგება სასიამოვნოა, თუმცა პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ. მოგება მიყვარს და გოგონებს ვუთხარი, რომ გამარჯვების გემოს არაფერი შეედრება. მინდა, რომ ფეხბურთელებმა ეს იგრძნონ და დამატებითი მოტივაცია მიიღონ", - თქვა ანტმანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთთან შედგა ირის ანტმანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. ქართველი გოგონები 16 ივლისს, სომხეთის ნაკრებთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, ხოლო ერთა ლიგაზე სექტემბრიდან ჩაერთვებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116262