გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ „დუნაისკა სტრედასთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის წაგების (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერი იყო და ასეთი გუნდები საქართველოში არ არიან.
„ხარისხიან მეტოქეს შევხვდით, რომლის მსგავსი საქართველოში როგორც წესი, არ გვყავს. ეს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ორი შეცდომა დავუშვით, მასპინძლებმა კონტრშეტევების შემდეგ ორი გოლი გაიტანეს. ვცდილობდით ფლანგებზე ჩვენი ძალა გამოგვეყენებინა. შედეგს ვეთანხმებით და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის“, - თქვა დემჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილასა“ და „დუნაისკა სტრედას“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს, „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონზე გაიმართება.