„დინამო ბათუმმა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტირანასთან“ სტუმრად ფრე ითამაშა და საპასუხო შეხვედრის წინ ფავორიტია.
გია გეგუჩაძის გუნდს ალბანეთში უპირატესობა არ ჰქონია, თუმცა, მეტოქეც ბევრი ვერაფრით გამოირჩეოდა. საგოლე მომენტები კი ორივემ შექმნეს, საიდანაც გოლად თითო აქციეს.
„დინამო ბათუმი“ 67-ე წუთზე ჯოვინომ დააწინაურა, რომელსაც ირაკლი ბიძინაშვილმა მაგარი პასი გაუკეთა და ბრაზილიელმაც ცარიელ კარში გაიტანა. დასანანი ისაა, რომ აჭარლებს ძალიან ცოტა დააკლდათ მოგებამდე, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა. არდიტ ჰილამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
საპასუხო მატჩი 20 ივლისს, ბათუმში გაიმართება და გამარჯვებულიც ამ შეხვედრაში გაირკვევა.
„ტირანა“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (0:0)
ტირანა, „არენა კომბეტარე“
„ტირანა“ (4-4-2): სელმანი; ჰოშალარი (ლულაი 78), ჰილა, ნაიდოვსკი, მიჩი (პერგიონი 69); დოკა, იონუზი (ლუშკია 78), დელიუ, ლატიფი (ჰაქსიუ 78); აბაზაი, ჰასანი
მწვრთნელი: ორგეს შეჰი
„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): ჩიჩკანი; მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე; ტეიდი, ლიტვინენკო (მოსიაშვილი 71); წიტაიშვილი (კაპანაძე 67), ზარია (ღუდუშაური 67), იაკობსენი (ბიძინაშვილი 46); ჯოვინო (ჩაბრაძე 86)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 0:1 ჯოვინო (67), 1:1 ჰილა (90)
გაფრთხილება: გიორბელიძე (63), ჩიჩკანი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: რობერტ ჯონსი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნუ ეს უკვე აღარც თავმოყვარეობაა და აღარც არაფერი. . .გეგუჩაძე კურდღელია ნამდვილი,მაგრამ არის ერთი მაგრამ. . .თითონ ფეხბურთელებს რატომ გონიათ რომ ტირანას კი არა რეალს ეთამაშებიან. . უამრავი მომენტის შექმნა შეიძლებოდა ,ტიპები საერთოდ ვერ გამოდიოდნენ და . . ბიჭო ერთი საათი რომ გაქვს მოსამზადებლად კომენტატორი რომ გასათავებლად ემზადება და ასი დარტყმისას ასივე კარს ასი მეტრით რომ ცდება ეს უკვე ქვეშაჯვიობის აპოგეააა. ანუ მთელი მეორე ტაიმი აზის ბათუმი და იმაზე ფიქრობენ რატო შტურმს არ გვიწყობენ და ღმერთო ეს რა ხდება ტირანას გასვლაზე უგებთოოო. . .ხოდა შიშმა მაინც აიძულა გუნდი რომ მეტოქე აეძულებინა გინდა თუ არა გაგვითანაბრეთო. . .
ამ გუნდს სახში თუ ვერ მოუგეთ მაშინ არაფერზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს
ჰანდიკსპით მაინც უნდა მოუგოთ
და ბოლოს:თავმოყვარე გუნდი ამ გუნდს მინიმუმ 3:0-ს ამოტენის სახლში
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ თავის დროზე ზესტას გეგუჩაძის მაგივრად სხვა მწვრთნელი რომ ყოლოდა გუნდი მინიმუმ 5-ჯერ მეტ შედეგს დადებდა.კაცი ათწლეულდბია იგივე შეცდომებს უშვებს,ჰელსინგბორთან ვნახე როგორ დაფრინავდა ზესტა გასვლაზე,მაგრამ 2:0-ის შემდეგ ამ გენიოსმა გადააწყო თამაში და ბოლოს 2:2 მივიღეთ დამატებითში.კსცის სიკვდილი როგორ უნდა ინატრო ადამიანმა მაგრამ სხვა გზა აღარ მრჩება,ამის გამშვები რომ ვატყობ არავინაა და არც თვითონაა ცოცხალი თავით წამსვლელი
დილა ყველაზე გაბედულ ფეხბურთს თამაშობს და ყოველ წელიწადს არ უმართლებს სასწაულად
იმედია წელს დასრულდება ეს უიღბლობა.განმეორებით მატჩში დილას ფან კლუბმა უნდა იყოჩაღოს თორემ რომც გაივსოს სტადიონი დანარჩენი ,,გულშემატკივრიდან,, ვერაფერი ხეირია,რაც მაოცებს დილას რომ გოლი გააქვს ხალხს ფეხზე წამოდგომაც კი ეზარებათ
შეძლებისდაგვარად ყველა თამაში ვნახე. ყველაზე ძლიერი მეტოქე დილას ამოუყვანეს. თუმცა, ამ გორის დილას დემჩენკო ათამაშებს ყველაზე დალაგებულ ფეხბურთს. გეგუჩაძეებს და ჭიაბრიშვილებს მწვრთნელობით ჯიბეში ჩაისვამს და ისე ირბენს. დემჩენკოს დავნიშნავდი თბ დინამოს მომდევნო მწვრთნელად.
ბრავო გეგუჩ
მარტო ესეთი ტიპის გოლს თუ გაიტანდა ტირანა და ტიპმა ზუსტად ამის საშუალება მისცა დაცვაში ჩაჯდომით. თავდამსხმელის მცველით შეცვლა დეგენერატობაა. გასატანს მაინც გაგიტანენ. პირიქით, უნდა ეცადო, რო მეტოქის შემტევების სიმრავლით ისარგებლო და კიდე გაუტანო.