ფეხბურთი

21:50 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრისტიან პულიშიჩი "მილანის" ფეხბურთელია

„მილანმა“ კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ამერიკელმა ფეხბურთელმა იტალიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმად მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით განახლება შეეძლებათ. „როსონერიმ“ ლონდონის „ჩელსის“ კრისტიანის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება. ის "მილანში" 11 ნომრით ითამაშებს.

პულიშიჩი „ჩელსის“ 2019 წელს შეუერთდა და 145 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მანამდე ის ოთხი სეზონი „დორტმუნდში თამაშობდა, სადაც გაითქვა კიდეც სახელი და 127 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098769