ფეხბურთი

18:14 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯორდან ჰენდერსონიც საუდის არაბეთის გზაზე

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონიც მზადაა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, 33 წლის ინგლისელმა „ალ-ეტიფათან“ შეთანხმებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საუდელთა მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ ჯორდანის ყოფილი თანაგუნდელები სტივე ჯერარდი დაინიშნა.

ინგლისური მედიის ცნობით, „ალ-ეტიფაქი“ ჰენდერსონს კვირაში 200 000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. ტრანსფერი რომ შედგეს, საჭიროა კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ჯორდან ჰენდერსონი „ლივერპულში“ 2011 წლიდან თამაშობს და 492 შეხვედრაში 33 გოლი აქვს გატანილი. ინგლისელი მანამდე „ქოვენთრი სიტისა“ და „სანდერლენდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111292