ფეხბურთი

17:35 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" პრეზიდენტი: "სავიჩში ფული არ მიგვიღია და სანამ ეს არ მოხდება, არ დავადასტურებთ"

რომის „ლაციოში“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის „ალ-ჰილალში“ ტრანსფერის გამო გაურკვევლობაა. იტალიურ კლუბს სერბი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა ოფიციალური განცხადებით არ დაუდასტურებია.

ამის შესახებ „ბიანკოჩელესტეს“ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ ჯერ ფული არ მიუღია: „ფული არ მიგვიღია და სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, მანამდე არ დავადასტურებთ“, - აღნიშნა კლაუდიომ.

„ალ-ჰილალში“ „ლაციომ“ 28 წლის სერბი 40 მილიონ ევროდ გაყიდა, მაგრამ იტალიელები საუდელებისგან თანხას ამ დრომდე ელოდებიან. არადა, „ალ-ჰილალში“ სერგეი უკვე წარადგინეს და თვითონ ფეხბურთელიც დაემშვიდობა იტალიურ კლუბს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა „ალ-ჰილალთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ის 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.1126