ფეხბურთი

12:17 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა

ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის სათავეში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სამეულში ასევე მოხვდა პრემიერლიგის ორი უკრაინელი ლეგიონერი - „ჩელსის“ ნახევარმცველი მიხაილო მუდრიკი (50 მილიონი ევრო) და „არსენალის“ მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო (42 მილიონი ევრო).

0.116615