ფეხბურთი

11:24 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ მალდინი „ემპოლიში“ გადასვლის შესახებ

„ემპოლის“ ახალწვეულმა, დანიელ მალდინიმ, რომელზეც უფლებები „მილანს“ ეკუთვნის, „ემპოლიში“ მის ტრანსფერზე ისაუბრა.

„ემპოლი“ იმიტომ ავირჩიე, რომ პირველებმა გამოიჩინეს ინტერესი. ვგრძნობდი, რომ ძალიან უნდოდათ ჩემი შეძენა. იმედია არჩევანში არ შევცდი. ვეცდები მოედანზე ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია.

როდის დავბრუნდები „მილანში“? მიყვარს ეს კლუბი, მინდა იქ თამაში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ძირითადის ფეხბურთელი ვიქნები.“ - ციტირებს უმცროსი მალდინის სიტყვებს pianetamilan.it.

21 წლის მალდინი „მილანის“ აზრდილია. გასულ სეზონში ფეხბურთელი იჯარით თამაშობდა „სპეციაში", სადაც 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120033