ფეხბურთი

0:45 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაური უზბეკეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს. ქართველმა ნახევარმცველმა „ნასაფთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ჯაბა უზბეკურ გუნდში 2024 წლის ბოლომდე დარჩება. ის ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ცოტა ხნის წინ ყაზახურ „კასპიისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

ჯაბა ჯიღაურს მანამდე „დინამო თბილისში“, „ჩიხურაში“, „დინამო თბილისში“, „გრენობლში“, „ორდაბასისა“ და „ვარდარში“ აქვს ნათამაშები. „ნასაფი“ უზბეკეთის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ 24 ქულით მეოთხე ადგილზეა.

0.121034