ფეხბურთი

22:00 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "მოგება შეგვეძლო, თუმცა ფრე სამართლიანი შედეგია"

„დინამო თბილისის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ „ასტანასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უფრო მეტად გამარჯვება „დინამოს“ შეეძლო, თუმცა ფრე სამართლიანი შედეგია.

„ჩვენთვის რთული თამაში იყო ხელოვნური საფარისა და ამინდის გათვალისწინებით. ასეთ სიცხეს საქართველოში შეჩვეული არ ვართ. საწყისი 15 წუთი რთული იყო, მერე საკუთარი თავის დავიჯერეთ და ანგარიში 1:1 გახდა. ვფიქრობ, ამ შეხვედრის მოგებაც შეგვეძლო. „ასტანას“ ჰქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენ უფრო შეგვეძლო მოგება და ჩემი აზრით, "ასტანა" უფრო გადარჩა. თუმცა, ფრე სამართლიანი შედეგია. მჯერა, რომ თბილისში ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე მხარდასაჭერად მოვლენ და სტადიონს გაავსებენ, ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იქნება. დღეს „ასტანას“ ფეხბურთელებს ფანებმა ენერგია მისცეს, იგივეს ველოდებით თბილისში, თანაც ჩვენს სტადიონზე 56 000 ადამიანი ეტევა.

„ასტანას“ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია. ჩვენი გუნდი კი, ჩემს გარდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული. თუმცა, მათ ძლიერი ხასიათი აქვთ და საკუთარი თავის სჯერათ, საპასუხო მატჩში მაქსიმუმს გავიღებთ“, - უთხრა ლორიამ ყაზახურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ „დინამოსა“ და „ასტანას“ საპასუხო თამაში 19 ივლისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადავა, სადაც მალტის „ჰამრუნისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შორის დამარცხებულთან თამაში მოუწევს (პირველი მატჩი ჰაიფელებმა სტუმრად 4:0 მოიგეს).

0.115807