ფეხბურთი

21:06 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ამ შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ასტანასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტოქემ უკეთ ითამაშა, მაგრამ შედეგი ნორმალურია.

„პირველ რიგში, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან რთული გამოდგა. ზოგადად, მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი თამაში გასვლაზე გვქონდა. გაგვიჭირდა, როგორც მოედნის საფარის, ასევე სიცხის გამო. შეიძლება ითქვას, რომ პირველი თამაში ნორმალური იყო. შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამოსა“ და „ასტანას“ საპასუხო თამაში 19 ივლისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადავა, სადაც მალტის „ჰამრუნისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შორის დამარცხებულთან თამაში მოუწევს (პირველი მატჩი ჰაიფელებმა სტუმრად 4:0 მოიგეს).

0.110231