გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ ვებგვერდთან ისაუბრა და პირველი ინტერვიუ ჩაწერა ახალ კლუბში. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მისთვის და კლუბისთვის წარმატებული სეზონი იქნება.
- გიორგი გამარჯობა. რას ელოდებით სეზონისგან?
- პირველ რიგში ბედნიერი ვარ, რომ „ფროზინონეში“ მოვხვდი. წარმატებული სეზონი იქნება, დარწმუნებული ვარ, როგორც ჩემი გუნდისთვის, ასევე პირად დონეზე.
- შეგიძლიათ თქვენი ტექნიკური თვისებები აღწეროთ? არსებობს ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულად არის თქვენი ინსპირაცია?
- მე ნამდვილად არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მირჩევნია მოედანზე ვაჩვენო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია. უდავოდ, ფეხბურთელი, რომელიც შთამაგონებს, ჩემი კერპი კვარაა.
- შესაბამისად, თქვენს თანამემამულე კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თვალს ადევნებდით. რას ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა, მე ვნახე მისი ყველა მატჩი და ვფიქრობ, რომ საუკეთესო იყო გასულ სეზონში სერია A-ში.
- რომელ პოზიციაზე მოგწონთ თამაში?
- ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგია, მაგრამ მწვრთნელისთვის ხელმისაწვდომი ვარ.
- რატომ აირჩიეთ „ფროზინონე“?
- იმიტომ, რომ „ფროსინონეს" მხრიდან ჩემს მიმართ დიდი ინტერესი დავინახე. მინდოდა ეს გამოცდილება მიმეღო. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო იტალიის სერია A-ში თამაში. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო ამ მაისურისთვის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.