საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია შესაძლოა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
სერბულ კლუბს ცოტა ხნის წინ „ვირტუსიდან“ მილოშ ტეოდოშიჩი შეუერთდა, რომლის გზას შესაძლოა ახლა თორნიკეც გაუყვეს და ბოლონიელთა რიგებიდან სერბებს შეუერთდეს.
აღსანიშნავია, რომ „ცრვენა ზვეზდას“ დუშკო ივანოვიჩი წვრთნის, რომელიც შენგელიას ძალიან კარგად იცნობს, რადგან ისინი ერთად ესპანურ „ბასკონიაში“ მუშაობდნენ. „ცრვენა ზვეზდა“ ქართველ კალათბურთელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხოლო „ვირტუსთან“ მას ხელშეკრულება მხოლოდ 1 წელი აკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.