ფეხბურთი

23:59 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

56 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლეგენდარული იაპონელი კაზუ მიურა ფეხბურთის თამაშს აგრძელებს. ის 56 წლისაა და პორტუგალიის მეორე დივიზიონის ბინადარ „ოლივეირენსეში“ ირიცხება.

ვეტერანმა აზიელმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა, შესაბამისად, პროფესიონალურ დონეზე ისევ ითამაშებს. როგორც მან თქვა, ფეხბურთის თამაშს 60 წლამდე აპირებს.

კაზუ მიურა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც J ლიგაში უთამაშია (54 წლისა და 12 დღის ასაკში) და ასევე, ერთადერთია ისტორიაში, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე ხუთ სხვადასხვა ათწლეულში ითამაშა.

მას იაპონიის ნაკრებში 89-ჯერ აქვს ნათამაშები და 55 გოლი გაიტანა, „იოკოჰამაში“ ბოლო 16 წელიწადი თამაშობდა, მანამდე კი „სანტოსის“, „პალმეირასის“, „კორიტიბას“, „კავაზაკის“, „ჯენოას“, „ვისელ კობესა“ და „სიდნეის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117354