რომის “ლაციოს” 36 წლის ფორვარდი მიროსლავ კლოზე გერმანულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ეროვნული ნაკრებიდან მისი წასვლა დროული იყო და გადაწყვეტილებას არ ნანობს.
“ნაკრებიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა მხოლოდ ჩემს კლუბზე ვფიქრობ”, - განაცხადა ვეტერანმა თავდამსხმელმა.
მიროსლავ კლოზე გერმანიის ნაკრებში 2001-2014 წლებში 137 თამაშში 71 გოლი გაიტანა. კლოზე მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლებით ყველა დროის რეკორდსმენია.