„ნაპოლის“ ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მზადაა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. იტალიური მედია იტყობინება, რომ პოლონელმა „ალ-აჰლის“ თანხმობა უკვე განუცხადა, ახლა კი ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.
ჟელინსკის „ალ-აჰლი“ 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 12 მილიონ ევროს სთავაზობს. შედეგად, ტრანსფერის განხორციელების შანსი დიდია.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ ჟელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 329 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა. პოლონელი მანამდე „უდინეზესა“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა.