იტალიაში საბა საზონოვის მიმართ ინტერესი იზრდება. აქამდე ცნობილი გახდა "სასუოლოსა" და "უდინეზეს" დაინტერესების შესახებ, ახლა კი, Tuttomercato წერს, რომ 21 წლის ქართველი მცველი "ფროზინონეს" სიაშიც მოხვდა.
დეტალები უცნობია, მაგრამ შეიძლება "ლურჯ-ყვითლებმა" კიდევ ერთი ქართველი დაიმატონ. მოგეხსენებათ, "ფროზინონეს" ცოტა ხნის წინ გიორგი კვერნაძე შეუერთდა. ყველაზე სერიოზულად ამ ეტაპზე მაინც "სასუოლოა" დაინტერესებული, რომელმაც მოლაპარაკებების პირველი სტადია უკვე დაიწყო კიდეც.
საბას „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.