ფეხბურთი

12:39 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პროპალესტინური შეძახილების გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეწყდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნის“ და ჰაიფას „მაკაბის“ მატჩი სკანდალური გამოდგა, რომელიც 55-ე წუთზე შეწყდა და დაახლოებით 45 წუთის შემდეგ განახლდა.

„მაკაბის“ ფანებმა მასპინძლებს სხვადასხვა სახის ნივთი ესროლეს, ხოლო მალტელებმა პროპალესტინური შეძახილები და სიმღერები დაიწყეს, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა, დროის გასვლასთან ერთად ვითარება დამშვიდდა და თამაშის განახლება, მერე კი დასრულება შესაძლებელი გახდა. „მაკაბიმ“ სტუმრად 4:0 მოიგო და პრაქტიკულად შემდეგ ეტაპზეა.

სხვათა შორის, ამ წყვილში დამარცხებული კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავა, სადაც „დინამო თბილისსა“ და „ასტანას“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

0.115444