ფეხბურთი

21:59 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ნარდო: "კვარაცხელია ნეაპოლს უფრო და უფრო ეჩვევა და ჩვენი ქალაქით მოიხიბლა"

იტალიელმა აგენტმა ჯენარო დი ნარდომ, რომელმაც წვლილი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერშიც შეიტანა, ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხვიჩას უყვარს იტალიური სამზარეულო და ნეაპოლით მოხიბლულია.

„იტალიური სამზარეულო უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციას ქართულ სამზარეულოს უწევს, რომელიც მართლაც შესანიშნავია. მას უყვარს ზღვა, ნეაპოლის ერთ-ერთი რაიონი, გამორჩეულად პოზილიპო. ვხედავ, რომ მოხიბლულია მისი ლამაზი პანორამებით და ჩვენი ქალაქით. სულ უფრო და უფრო ახერხებს ინტეგრირებას ქალაქთან, ის მშვიდია და იცის, რას აკეთებს“, - აღნიშნა დი ნარდომ.

0.111495