ფეხბურთი

18:27 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვს ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ყველა მათგანი ზამბიელია, ისინი გუნდს ზამბიური "კაფუე სელტიკსიდან" შეუერთდნენ და "ლოკომოტივის" მთავარ გუნდსა და "ლოკომოტივი 2"-ში გადანაწილდებიან.

თბილისური გუნდის ახალწვეულები არიან: ვინსენტ კალინდა (თავდამსხმელი), დარტონ ბვალია (თავდამსხმელი), ბონეფანსეო ფირი (თავდამსხმელი), აგრიპა მვილა (ნახევარმცველი), ფრენკ ჩილეშე (ნახევარმცველი), ფლოიდ ჩილეშე (ნახევარმცველი).

"ლოკომ" ფეხბურთელებთან 3.5 წლიანი ხელშეკრულებები დადო, მოთამაშეები გუნდში 2026 წლამდე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის "ლოკომოტივი" ამჟამად საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობს.

0.127647