უეფამ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელზეც უეფას სპეციალურმა სადამკვირვებლო ჯგუფმა იმუშავა.
სიმბოლურ ნაკრებში ქართველი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, უფრო მეტიც, 11 მოთამაშე მხოლოდ ფინალისტების, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებიდან შეირჩა, რაც ცოტა არ იყოს, უცნაურია. ტურნირის ტოპ 11-ეულში 6 ინგლისელი და 5 ესპანელია.
მეკარე: ჯეიმს ტრაფორდი (ინგლისი)
მცველები: ჯეიმს გარნერი (ინგლისი), ტეილორ ჰარვუდ-ბელისი (ინგლისი), ლევი კოლვილი (ინგლისი), მირანდა (ესპანეთი)
ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), ბლანკო (ესპანეთი), კერტის ჯონსი (ინგლისი), სერხიო გომესი (ესპანეთი)
თავდამსხმელები: ენტონი გორდონი (ინგლისი), აბელ რუისი (ესპანეთი)
შეგახსენებთ, რომ ფინალში ინგლისის ნაკრებმა კერტის ჯონსის გოლით ესპანეთი 1:0 დაამარცხა და 1984 წლის შემდეგ ამ ასაკში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.