ფეხბურთი

14:16 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბეშიქთაშმა“ „გაზპრომს“ უარი უთხრა

თურქულმა „ბეშიქთაშმა" არ გააფორმა სასპონსორო ხელშეკრულება რუსულ კომპანია „გაზპრომთან" ფიფას და უეფას მხრიდან შესაძლო სამართლებრივი დაბრკოლებების გამო - გვამცნობს გაზეთი Aksam.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაზპრომი“ „ბეშიქთაშთან“ 60 მილიონ ევროდ გააფორმებდა სასპონსორო კონტრაქტს.

საბოლოოდ, თურქულმა კლუბმა კომპანია „ემირეითსთან“ სამწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. სტადიონზე კომპანიის სახელის განთავსებისთვის „ბეშიქთაში“ 27 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, ასევე დამატებით 5 მილიონს მაისურებზე რეკლამისთვის.

10 ივლისს გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსული კომპანია აპირებს ხორვატული კლუბის, „ჰაიდუკის“ სატიტულო სპონსორად გახდომას. „გაზპრომი“ სპლიტური კლუბისთვის სატრანსფერო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

0.148096