ფეხბურთი

13:52 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მზადაა პოგბა 10 მილიონ ევროდ გაყიდოს

„იუვენტუსი“ მზადაა ამ ზაფხულს ნახევარმცველი პოლ პოგბა 10 მილიონ ევროდ გაყიდოს - წერს Gazzetta dello Sport.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგით საუდური „ალ-იტიჰადი“ დაინტერესდა და ფეხბურთელს 3 წლიან კონტრაქტში 100 მილიონ ევროს სთავაზობდა.

პოგბა „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა. ტრავმების გამო 2022/23 წლების სეზონში მან მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტალი Transfermarkt ნახევარმცველს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

მანამდე „ალ-იტიჰადმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე გაიფორმა.

0.113428