ფეხბურთი

12:37 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კეინს შეეძლება კვირაში თითქმის ნახევარი მილიონი ევრო გამოიმუშაოს, თუ „ტოტენჰემში“ დარჩება

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელს, ჰარი კეინს, შეუძლია „სფურსისგან“ კარგი პირადი ხელშეკრულების იმედი ჰქონდეს, თუ კლუბში დარჩება - წერს The Telegraph.

წყაროს ცნობით, კეინი კვირაში 400 ათასი გირვანქის (468 ათასი ევრო) გამომუშავებას შეძლებს. თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფინანსური კომპონენტი არ არის მთავარი ფაქტორი კეინის კლუბში დარჩენის გადაწყვეტილების მიღებისას. ფეხბურთელს სურს მიიღოს გარანტიები, რომ „ტოტენჰემი“ შეძლებს სერიოზული წარმატების მიღწევას. კეინი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ანგე პოსტეკოღლუსაც შეხვდება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტოტენჰემმა“ კეინის თაობაზე „ბაიერნის“ რამდენიმე შეთავაზება უარყო.

0.115483