ფეხბურთი

0:31 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფა 2024 წლიდან ევროტურნირების ფორმატში ცვლილებას შეიტანს

უეფაში გადაწყვიტეს, რომ 2024 წლიდან ფორმატში ცვლილებები შეიტანონ. კერძოდ, საქმე ეხება ერთი ევროტურნირიდან მეორეზე გადართვას.

როგორც ცნობილი გახდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბები ევროპა ლიგაზე ვეღარ გადავლენ, ხოლო ევროპა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე. ცვლილება ძალაში 2024 წლიდან უნდა შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს უკავშირდება სწორედ იმ ფორმატის ცვლილებას, რომელიც 2024 წელს მოხდება და რომლის საფუძველზე მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდები ორ ზონად დაიყოფიან, საიდანაც, 8-8 საუკეთესო გავა პლეი-ოფში, დანარჩენები ევროსეზონს დაასრულებენ.

ჯერჯერობით, უცნობია, ერთი ტურნირიდან მეორეზე დაქვეითების სისტემა გაუქმდება თუ არა საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111233