ფეხბურთი

23:43 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

U21 ევროპის ჩემპიონატს საერთო ჯამში რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი მაყურებელთა დასწრების მხრივ რეკორდული გამოდგა. ტურნირს სტადიონებიდან საბოლოო ჯამში 319 005 მაყურებელმა უყურა.

ცხადია, ნაწილი რუმინეთზეც მოდის, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ 21-წლამდე ჩემპიონატს ამდენი მაყურებელი აქამდე არასდროს დასწრებია.

საინტერესოა, რომ რეკორდი ჯერ კიდევ მეოთხედფინალური ეტაპის მიმდინარეობისას დამყარდა, საბოლოოდ კი, ცხადია შედეგი გაუმჯობესდა. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა პოლონეთს (2017 წელს), სადაც ევროპის ჩემპიონატს 243 995 მაყურებელი დაესწრო.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონკრეტულად ერთ მატჩზე დასწრების რეკორდიც საქართველოს ეკუთვნის და ზოგადად, საუკეთესო სამეულში საქართველოს ნაკრების მატჩია.

  1. საქართველო - ისრაელი (თბილისი, ევრო 2023): 44 338 მაყურებელი
  2. ნიდერლანდები - საქართველო (თბილისი, ევრო 2023): 43 043 მაყურებელი
  3. საქართველო - ბელგია (თბილისი, ევრო 2023): 41 887 მაყურებელი
  4. იტალია - ესპანეთი (ბარსელონა, ევრო 1996): 35 500 მაყურებელი
  5. საბერძნეთი - საფრანგეთი (პირეოსი, ევრო 1988): 35 000 მაყურებელი
0.116933