ფეხბურთი

22:35 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის ტრანსფერისთვის "მეცში" 2 დღე ითხოვეს, გარიგება შეიძლება ჩაიშალოს

„მეცი“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს აფერხებს. საშა ტავოლიერიმ, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ქართველის საფრანგეთში პრაქტიკულად გადაწყვეტილი ტრანსფერის შესახებ, ამჯერად სხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელა.

ჟურნალისტი წერს, რომ ფრანგებმა 2 დღე კიდევ ითხოვეს, მაგრამ ჩაკვეტაძეს სხვა შეთავაზებებიც აქვს, ამიტომ შეიძლება გარიგება აღარ შედგეს.

„მეცი“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გაოფიციალურებას აჭიანურებს. მაშინ, როცა ქართველი შემტევი ნახევარმცველის „გენტიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დამატებისთვის შეთანხმება მიღწეული იყო და მისი ტრანსფერის ფორმალური მხარე დღეს ოფიციალურად უნდა მოგვარებულიყო. „მეცმა“ მისი მწვრთნელის მეშვეობით (ლაშლო ბოლონი - რედ), 2 დღით გადადება მოითხოვა. თუ ლოდინი გაჭიანურდა, შეიძლება ტრანსფერი ჩაიშალოს, რადგან ჩაკვეტაძეს ბაზარზე სხვა ვარიანტებიც აქვს. დაველოდოთ“, - დაწერა ტავოლიერიმ.

"მეცში" ჩაკვეტაძის გადასვლის რეალურ შანსს L'Equipe-ც ადასტურებს. ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ფრანგებს სურთ, რომ გიორგის გამოსასყიდი ფასი მხოლოდ 2 მილიონი ევრო იყოს.

აღსანიშნავია, რომ ლაშლო ბოლონი ჩაკვეტაძეს იცნობს, რადგან 2020 წელს მცირე ხნით ის „გენტის“ მთავარი მწვრთნელი იყო. შეგახსენებთ, ქართველმა ნახევარმცველს გასულ სეზონში „სლოვანის“ მაისურით 47 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

0.117346