ჩოგბურთი

18:21 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში გავიდა.

ოქსანამ და მისმა მეწყვილემ, ირიან შიმანოვიჩმა ბრაზილიელი ინგრიდ გამარასა და ბელარუსი ლიძია მაროზავას დუეტი მერვედფინალში 6:4, 7:6 დაამარცხეს.

ეს ქართულ-ბელარუსული წყვილის ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო უიმბლდონის მიმდინარე ტურნირზე, თან ისე, რომ სეტიც არ წაუგიათ, ხოლო მეოთხედფინალში მატჩი მეტოქე ამერიკელი კეროლინ დოლეჰაიდისა და ჩინელი შუაი ჟანგის დუეტი იქნება.

0.106828