ფეხბურთი

11:02 | 10.07.2023 | ნანახია NaN - ჯერ

საბა საზონოვი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მ აწ დასრულებული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

გამოცემის ვერსიით, ტურნირის საუკეთესო 11-ეულში ადგილი საბა საზონოვს ერგო. მან ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. რაც მთავარია, დაცვაში დამაჯერებელი თამაშით გამოირჩა.

სიმბოლურ ნაკრებში ლოგიკურია, რომ ფინალისტები, ინგლისი და ესპანეთი ყველაზე მეტი ფეხბურთელით არიან წარმოდგენილი:

მეკარე: ტრაფორდი (ინგლისი)

მცველები: საზონოვი (საქართველო), ჰარვუდ-ბელისი (ინგლისი), კოლვილი (ინგლისი)

ნახევარმცველები: პალმერი (ინგლისი), ბონდარენკო (უკრაინა), ბაენა (ესპანეთი), ს. გომესი (ესპანეთი)

შემტევი ნახევარმცველები: სანჩესი (ესპანეთი), სუდაკოვი (უკრაინა)

თავდამსხმელი: გიბს-ვაითი (ინგლისი)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 15.03.2019
araza-1918 (6330)

ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ

16:18 | 14.03.2019
RMA FANS (3925)

ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა

14:26 | 14.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან

0.067592