საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ უელსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა და წაგება მეორე ტაიმში დისციპლინის დარღვევამ გამოიწვია.
„პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ამან შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ სათამაშო დისციპლინა დაგვერღვა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის მაღალი დონის გუნდმა. მათ არაფერი დაგვითმეს და ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ახლა უნდა დავისვენოთ, გვექნება ვიდეო-ანალიზი და მოვემზადოთ ახალ ზელანდიასთან თამაშისთვის“, - თქვა კილასონიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.