ფეხბურთი

0:21 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ კვლავ შეეცდება ვლაჰოვიჩის შეძენას

ლონდონის „ჩელსის“ არ დაუკარგავს ინტერესი „იუვენტუსის“ სერბი თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ და უახლოეს მომავალში შეეცდება მის ხელახლა შეძენას - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ალფრედო პედულა.

წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი არ არის კმაყოფილი „ბებერ ქალბატონში" ყოფნით და ამ ზაფხულს კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შეთავაზება ექნება.

„ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინოც უთანაგრძნობს სერბ თავდამსხმელს. თუმცა, კლუბებს ჯერ გარკვეული ტრანსფერების დასრულება მოუწევთ, რათა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაიწყონ.

„იუვენტუსს“ დენის ზაქარიას გაყიდვა სჭირდება, „ჩელსი“ კი რომელუ ლუკაკუს „ინტერში“ გადასვლას დაასრულებს. ამის შემდეგ კლუბებს შეუძლიათ სრულფასოვანი მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ჯერჯერობით ლონდონურ კლუბის თავდამსხმელის თაობაზე იტალიელებისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობს. 2022/2023 წლების სეზონში სერბმა ტურინელთა რიგებში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან ძალაშია 2026 წლის ივნისის ბოლომდე.

0.115078