„ლაციო“ „ნაპოლის“ ფეხბურთელით, მატეო პოლიტანოთი დაინტერესდა უკვე დაამყარა მასთან კონტაქტი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
მიუხედავად იმისა, რომ რომაელთა მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ზაფხულის საოცნებო სატრანსფერო მიზანი „სასუოლოს“ ვარსკვლავი, დომენიკო ბერარდია, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად პოლიტანოც დასახელდა.
„ნაპოლი“ არ აპირებს გარემარბის გაყიდვას, თუმცა რახან კონტაქტი შედგა, შესაძლოა, ბერარდის მიმართ ინტერესიც შემცირდეს. ნეაპოლელები კი მატეოს 15 მილიონი ევროს (პლუს 2 მილიონი ბონუსები) სანაცვლოდ დათმობენ
პოლიტანომ გასულ სეზინში „ნაპოლისთან“ ერთად სერია A მოიგო.