მადრიდის „ატლეტიკოს“ ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, მრავალი კლუბის ინტერესის სფეროშია მოქცეული. Mundo Deportivo-ს ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა, საუდურმა „ალ-ჰილალმა,“ 30 წლის თავდამსხმელს წელიწადში 50 მილიონევროიანი კონტრაქტი შესთავაზა.
საუდელები ესპანელი თავდამსხმელის შეტყუებას აპირებენ ასეთი უზარმაზარი შეთავაზებით, მაგრამ თავად მორატისთვის პრიორიტეტად ევროპული ვარიანტები რჩება. ესპანელი თავდამსხმელით სერია A-ს სამი კლუბი: „იუვენტუსი,“ „მილანი“ და „რომაა.“ დაინტერესებული.
ფეხბურთელის შეძენის ყველაზე დიდ მცდელობებს მილანური კლუბი მიმართავს, რომელმაც უკვე მოახერხა მისთვის ოთხწლიანი კონტრაქტის შეთავაზება, წელიწადში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
2022/2023 წლების სეზონში მორატამ „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მილანი წელიწადში 5 მილიონს სთავაზობს, არაბები კიდე 50 მილიონს, მიდი და თქვი ეხლა უარი ამაზე
დარწმუნებული ვარ ალ ჰილალის ფეხბურთელი გახდება
მორატას ბოლო მაინც არაბეთია, არამგონია ესეთ მაცდურ შეთავაზებაზე უარი თქვას
და გახდება ალვარ იბნ ალ მორატი )))
ცოტა გრძელი სახელიც არ აწყენდა
კაი სახელი შეგირჩევია