ფეხბურთი

20:12 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„თელავმა“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა

მოგეხსენებათ, წლევანდელ სეზონში „თელავს“ საქმეები კარგად ვერ მისდის. ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის შემდეგ, კახელები 11 ქულით ბოლო ადგილზე არიან. თუმცა, როგორც ჩანს, მესამე წრეში სრულიად ახალ გუნდს ვიხილავთ. ამჯერად კლუბმა კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ყოფილი თელაველი ირაკლი რუხაძე და სერბი ბრატისლავ ჯუკიჩი.

აი, რას ვკითხულობთ თელაველთა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე:

„ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავის" ღირსებას 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე და 23 წლის სერბი მცველი ბრატისლავ ჯუკიჩი დაიცავენ

ირაკლი რუხაძე - დაიბადა: 1996 წლის 28 ოქტომბერს; სიმაღლე: 181 სმ; წონა: 72 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: AGMK (ალმაილიქი, უზბეკეთი)

ირაკლი რუხაძე თელაველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია - „რუხამ", ოთხი სეზონი ითამაშა „თელავის" მაისურით და ქომაგსაც თავი საუკეთესოდ დაამახსოვრა

ბრატისლავ ჯუკიჩი - დაიბადა: 1999 წლის 29 სექტემბერს; სიმაღლე: 190 სმ; წონა: 85 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: „იავორი" (სერბეთი)

ბრატისლავ ჯუკიჩი ეროვნებით სერბია, საფეხბურთო კარიერა კი საფრანგეთში, იქაურ „ტრუაში" დაიწყო - „ტრუას" შემდეგ ასევე ფრანგულ „სედანში" ითამაშა, მერე იყო მოკრძალებული „ლე ტოკე" და ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა, სერბეთის სუპერლიგის „იავორში"

ერთი სიტყვით, ამ ეტაპისთვის გუნდში 13 ახალი ფეხბურთელი გვყავს: ამარ ბეგიჩი (ბოსნია), მიხეილ ბაშელეიშვილი, გიორგი ქანთარია, თორნიკე მორჩილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, სტეფან დიმიჩი (სერბეთი), გურამ გოშთელიანი, გუტი (ბრაზილია), გიორგი პაპუნაშვილი, იევჰენ პროტასოვი (უკრაინა), ჯეფინიო (ბრაზილია), ბრატისლავ ჯუკიჩი (სერბეთი) და ირაკლი რუხაძე

ფეხბედნიერი იყოს ირაკლი, ბრატისლავ და ბიჭებო, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან" ერთად!“

სკ "თელავის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164009