ფეხბურთი

18:44 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გორეცკამ, შესაძლოა, „ბაიერნი“ ამ ზაფხულს დატოვოს

მიუნხენის „ბაიერნის“ 28 წლის ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, შესაძლოა, გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფილიპ კესლერი.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა გერმანელ ნახევარმცველს კლუბის დატოვების საშუალებას მისცემს, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება. ცნობილია ლეონის რთული ურთიერთობა გუნდის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელთან. თუმცა ფეხბურთელს „ბაიერნში“ დარჩენა და პირველ გუნდში ადგილისთვის ბრძოლა სურს. კლუბი კი, მომავალ სეზონში მის ადგილზე ძირითადში კონრად ლაიმერს განიხილავს.

გორეცკამ „ბაიერნის“ შემადგენლობაში გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120485