16:50 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკას ერნანდესი პსჟ-ის ფეხბურთელია

27 წლის ფრანგი მცველი, ლუკას ერნანდესი, ოფიციალურად გახდა პსჟ-ის ფეხბურთელი. ის ფრანგულ კლუბში „ბაიერნიდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

ერნანდესი „ბაიერნში“ 2019 წლიდან თამაშობდა. 2022/2023 წლების სეზონში ლუკასმა ბავარიელთა შემადგენლობაში 11 მატჩში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ერნანდესმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ავსტრალიასთან საფრანგეთის მატჩში (4:1) მუხლის ჯვარედინი ლიგატების ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა.

ერნანდესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2020/2021 წლების უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულია; საკლუბო დონეზე მან მოიგო 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგა „ბაიერნთან“ ერთად და 2017/2018 წლებში ევროპა ლიგა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად.

0.112001