ფეხბურთი

11:05 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ ნოა ლანგი დაიმატა

ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი ნოა ლანგი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას პსვ ეინდჰოვენში გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელთან „ფილიპსელებმა“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ნოა ლანგის კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, ხოლო 2020 წელს ბელგიაში გადავიდა, სადაც „ბრიუგეში“ ჩაირიცხა, რომლის მაისურით დღემდე 125 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 8 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.12901