ფეხბურთი

21:37 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის ექვსი ფეხბურთელი უკმაყოფილოა

პსჟ-ის რამდენიმე მოთამაშემ, მათ შორის, ორმა ახალწვეულმა, უკმაყოფილება გამოთქვა გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ბოლო ინტერვიუზე, რომელიც აკრიტიკებდა კლუბის ხელმძღვანელობას და ამის შესახებ აცნობეს გუნდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის - წერს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ კილიანმა France Football-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მკვეთრად ისაუბრა პარიზული კლუბის ცუდ თამაშებზე ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე აღნიშნა, რომ პსჟ-ში თამაში არ უწყობს ხელს მის პირად პროგრესს.

წყაროს ცნობით, გუნდის ბევრი ფეხბურთელი უკიდურესად უკმაყოფილო იყო ფრანგი თავდამსხმელის განცხადებებით და ის კლუბის შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ მბაპემ უარი თქვა პსჟ-სთან 2024/2025 წლების სეზონისთვის კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივებაზე და 2024 წლის ზაფხულში მას შეუძლია გახდეს თავისუფალი აგენტი.

0.111621