ფეხბურთი

20:52 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ, „ნაპოლი“ და „გალათასარაი“ ვილფრიდ ზაჰასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

„კრისტალ პალასის“ ყოფილი თავდამსხმელი, ვილფრიდ ზაჰა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსშია, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს პსჟ-სთან, „ნაპოლისთან“ და „გალათასარაისთან.“

საინტერესოა, რომ ზაჰა მანამდე კონტრაქტის პირობებზე „ლაციოს", „ფენერბაჰჩეს" და „ალ-ნასრის" შუთანხმდა. The Guardian-ის ცნობით, ფეხბურთელი, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას თაფლობის თვიდან დაბრუნების შემდეგ მიიღბს.

წყაროს ცნობით, პსჟ, „ნაპოლი“ და „გალათასარაი“ ბოლო კლუბებია, რომლებმაც მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს. 30 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, უარს იტყვის „ალ-ნასრის“ შეთავაზებაზე, მიუხედავად სეზონში წარმოუდგენელი 35 მილიონი ევროს ხელფასისა.

იტალიაში ან თურქეთში გადასვლა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე არსებული შეთავაზება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე „კრისტალ პალასის“ 234 ათასევროიანი ჯამაგირისა კვირაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11507