ბათუმში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ამ ასაკში კონტინენტის პირველობა ისტორიაში მესამედ, 1984 წლის შემდეგ კი პირველად მოიგო.
ინგლისმა ესპანეთის ნაკრები დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის ბოლოს კერტის ჯონსმა გაიტანა, რომელმაც პალმერის ჯარიმის მერე ბურთი მოხვდა და რიკოშეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თან არაერთი, მაგრამ ხან მეკარეები ბრწყინავდნენ, ხან სიზუსტე აკლდებოდათ ფეხბურთელებს. თუმცა, მატჩის გმირი არა ჯონსი, არამედ ინგლისელთა მეკარე ჯეიმს ტრაფორდი იყო, რომელმაც მსაჯის მიერ ბოლო, მე-6 კომპენსირებულ წუთზე ინგლისის გადაარჩინა.
ესპანელთა კაპიტანმა აბელ რუისმა პენალტი მოიპოვა, ის ბურთთან თვითონ მივიდა, მაგრამ ტრაფორდმა აჯობა. დამატებაზე ესპანელებმა ყველას დაასწრეს, თუმცა ისევ ტრაფორდმა ივარგა და კვლავ მოიგერია დარტყმა, ხოლო მესამე ცდაზე ესპანელთა დარტყმა ცარიელ კარს გადასცდა. ასე დრამატულად დასრულდა საქართველოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი.
როგორც ვთქვით, ინგლისი მესამედ გაჩემპიონდა, პირველად ბოლო 39 წელიწადში. ესპანეთმა კი ვერ გააუმჯობესა იტალიის შედეგი და 5 ტიტულით ისევ „აძურისთან“ იყოფს რეკორდს. ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 4 მატჩი ბათუმში ჩაატარა, 2 კი ქუთაისში, ყველა, ექვსივე თამაში მოიგო, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუშვა. ლი კარსლის გუნდმა ძალიან დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენა.
ტურნისის საუკეთესო მეკარედ ცხადია ჯეიმს ტრაფორდი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად ასევე ინგლისელი ენტონი გორდონი.
რაც შეეხება დებიუტანტ საქართველოს, მან მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო, ტურნირის ძირითად და დამატებით დროში დაუმარცხებლად დაემშვიდობა, მხოლოდ პენალტებში წააგო ისრაელთან და ერთი, პატარა ნაბიჯი დააკლდა ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა და დაამტკიცა, რომ მსგავსი ტურნირების ჩატარება საქართველოშიც შესაძლებელია.
ინგლისი - ესპანეთი 1:0 (1:0)
ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი (4-4-2): ტრაფორდი; გარნერი, ქოლვილი, ჰარვუდ-ბელისი, აარონსი; სმით როუ (მადუეკე 66), ჯონსი, გიბს-ვაითი (არჩერი 73), გომესი (სკიპი 73); პალმერი (ელიოტი 82), გორდონი (დოილი 82)
მწვრთნელი: ლი კარსლი
ესპანეთი (4-3-3): ტენასი; გომესი, პარედესი, პაჩეკო, მირანდა; ბლანკო (კამელო 83), სანსეტი (ვეიგა 59), ბაენა (ოროსი 59); როდრი (რიკელმე 59), აბელ რუისი, გომესი (ბარენეჩეა 73)
მწვრთნელი: სანტი დენია
გოლი: 1:0 ჯონსი (45)
გაფრთხილება: გომესი (24), გიბს-ვაითი (69, 90), ტრაფორდი (74) - ბაენა (34), ბლანკო (37, 90), სანსეტი (45), ოროსი (62), რიკელმე (86)
გაძევება: გიბს-ვაითი (90) - ბლანკო (90)
გამოუყენებელი პენალტი: აბელ რუისი (90, მეკარე)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (7) – 19 (4) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 0:9 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ესპენ ესკაში (ნორვეგია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნინუა ზაპასში იყო პაოკმა ბენფიკა გააგდო ვაისა გამოიძახე
რა ნახე რადიო ხარ?
ლოკომოტივი ალბათ წააგებს ღორებთან ხვიჩას ცხვირის გამტეხს მაიმც აიღონ სისხლი
მარადიშვილს ფიზიონომიაზე აწერია რომ გადაჯიშებულია ჯიქია სლის ნაირად ღორებმა ჩვენი საუკეთესო მოთამაშე გაუნეიტრალეს თავიანთ მოძმე ბელორუსებს
ჯერ არ ვიცით რა შეხედულება აქვს, არავის უკითხავს ამ საკითხზე და ... ქვევით ლინკი დადო და არაფერი ცუდი არ უთქვამს, ბებია-ბაბუა საქართველოში ჰყავს, ნათესავები, მამის გაზრდილი ვარო და ვინ იცის, შეიძლება კიდეც დალაპარაკება საქართველოს ნაკრებზე. ჯერ გავიგოთ რას ფიქრობს და მერე იყოს ლანძღვა თუ საჭირო გახდება
ჯიქიასგან განსხვავებით ანკეტაში ქართველიც უწერია
ჯიქია არც ჰაბიტუსით ჰგავს ქართველს, უფრო ლეკი გეგონება.
და და ძმაც კი ჰყოლია ჩვენთან, კარგად უმუშავია მამამისს
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=h-BI62Wrdns')>0?'https://www.youtube.com/watch?v=h-BI62Wrdns':'https://www.youtube.com/watch?v=h-BI62Wrdns'))
ცსკაში თამაშობს ახალგაზრდა ბიჭი, გვარად მარადიშვილი, მუდმივად ძირითადშია, პატარა ამბავი ხომ არ არის 20 წლის ბიჭისთვის რუსეთის ერთერთ წამყვან კლუბში ძირითადის ფეხბურთელობა? ნუთუ არ არის საინტერესო? არსად არაფერი იწერება.
stripslashes((strlen('https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/137725-cska-s-nakhevarmcveli-maradishvili-matchis-sauketheso-fekhburthelad-aghiares-vinaa-es-20-tslis-bitci.html')>0?'https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/137725-cska-s-nakhevarmcveli-maradishvili-matchis-sauketheso-fekhburthelad-aghiares-vinaa-es-20-tslis-bitci.html':'https://sportall.ge/fekhburthi/uckhouri-fekhburthi/skhvadaskhva/137725-cska-s-nakhevarmcveli-maradishvili-matchis-sauketheso-fekhburthelad-aghiares-vinaa-es-20-tslis-bitci.html'))
არაფრით არ გაახარებენ ეს შურიანები ხვიჩას
ღორებმა ჩვენი საუკეთესო მოთამაშე გაუნეიტრალეს თავიანთ მოძმე ბელორუსებს
ცხვირი არაფერი
ცხვირი წინა ეპიზოდში იტკინა, ნეტა არ იყოს რამე სერიოზული
ყველაფერი კარგადაა პატარა დაზიანება მიიღო და სლუცკიმ თავი დაიზღვიასავით და გაიყვანა რომ შეცვალეს გასახდელშიც არ წასულა იქვე დაჯდა სათადარიგო სკამზე
სავარაუდოდ 1 თამაშს გამოტოვებს (20 სექტემბერს) და 27ში დამცავი ნიღბით ითამაშებს რა.
ამ კორეელთან მაგრა აწყობს ხვიჩა კომბინაციებს ! სხვას რუბინელები იდიოტები არიან პასი არ იციან წესიერი