ფეხბურთი

16:10 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: "კვერნაძეს გავაუმჯობესებთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად"

„ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო მედიის წინაშე ოფიციალურად წარადგინეს და იტალიელმა სპეციალისტმა შეკითხვებს უპასუხა.

მათ შორის, „რომას“ ყოფილმა თავკაცმა პირველად ისაუბრა ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი კვერნაძის შესახებ, რომელიც „ფროზინონეს“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

„უცხოეთიდან რომ ჩამოდიხარ, ადაპტაციისთვის მინიმალური დრო მაინც საჭიროა. ასევე უნდა გავიგოთ ბიჭის თვისებები და ხასიათი. მასთან ჯერ ვარჯიში არ ჩამიტარებია, მაგრამ ნელ-ნელა გავაუმჯობესებთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური თვალსაზრისით. დრო კი რა თქმა უნდა, დასჭირდება“, - თქვა დი ფრანჩესკომ.

მან ისიც აღნიშნა, რომ სათამაშო სქემა 4-3-3 იქნება, რაც გიორგისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მარცხენა გარემარბია:

„თამაშის სისტემა არ არის სტატიკური, არამედ დინამიურია. 4-3-3-ით დავიწყებთ, რომელიც იქნება საორიენტაციო წერტილი, მაგრამ სხვა პრინციპებიც საჭიროა. მშვიდად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მიზნების მიღწევას, მათ შორის ჩვენი ჩემპიონთა ლიგის მოგებას (სერია A-ში დარჩენას - რედ)“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.12041