ფეხბურთი

1:52 | 8.07.2023 | ნანახია 1631 - ჯერ

ინგლისელთა მწვრთნელი: "ქართველებმა ძალიან კარგად მიგვიღეს, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობთ"

ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლი კარსლიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ირლანდიელმა სპეციალისტმა ძალიან დადებითად ისაუბრა საქართველოსა და ქართველ ხალხზე. ინგლისელებმა აქ თითქმის ერთი თვე გაატარეს და აღნიშნა, რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.

„კარგად მოვემზადეთ. ბიჭებს გუშინ დასვენების დღე ჰქონდათ. ვცდილობდით, მათთვის ზედმეტი ინფორმაცია არ მიგვეწოდებინა, მაგრამ ის, რაც იციან, სასარგებლო იქნება. მათ ვეუბნებით, რომ თამაშით ისიამოვნონ. მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად დავიცვათ და თან გუნდურად, ასევე გუნდურად შევუტიოთ. ესპანეთი საუკეთესო ნაკრებია, ამ ტურნირზე დიდებული შედეგით და მათ დიდ პატივს ვცემთ. ეს დიდი თამაშია და ხაზს უსვამს ფეხბურთელების ახალგაზრდულ განვითარებას. ესპანეთი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ეს ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარეს.

ოთხი კვირაა, რაც აქ ვცხოვრობთ, გუნდში სიტუაცია ჰგავს კლუბის ატმოსფეროს, გუნდური სულისკვეთება გვქონდა. სამწუხაროა, რომ ეს დასასრულს უახლოვდება, მაგრამ მინდა, რომ ამ გუნდმა საქმე კარგად დაასრულოს. ისინი ბევრს მუშაობენ და ამას იმსახურებენ. ესპანეთი ყოველთვის შედიოდა 3-4 საუკეთესო გუნდში, როგორც გუნდური ხარისხით, ისე ინდივიდუალურად. მწვრთნელებიც ყოველთვის მაღალი კლასის ჰყავთ.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა, ისევე როგორც ესპანეთს. დღეს ჩვენი მთავარი აქცენტი გამახვილებულია უბურთოდ მუშაობაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ იქნება მომენტები, როცა ბურთი არ გვექნება და ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და როგორ ვმოქმედებთ კონტრშეტევაზე. საინტერესო თამაში იქნება და მოუთმენლად ველოდები. მას მერე, რაც პლეი-ოფში ვართ, ვიცით, რომ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს. ველოდები, რომ ზეწოლის ქვეშ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩემმა ფეხბურთელებმაც იციან და ვიცი, რომ რეაგირებას სწორი გზით მოახდენენ.

ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად მიგვიღო, ეს ნამდვილად არის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ეს იგრძნობა სასტუმროდან სტადიონამდე მისვლამდეც. ნათელია, რომ საქართველოში პრემიერლიგა ძალიან პოპულარულია, ფეხბურთელები თამაშის შემდეგ ხვდებიან გულშემატკივრებს და მათ ავტოგრაფებს ურიგებენ“, - თქვა კარსლიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა აქამდე 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 ბათუმში იყო, ორი კი ქუთაისში. ალბიონელებს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ორჯერ აქვთ მოგებული (ბოლოს 1984 წელს), ხოლო ფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ. ფინალური მატჩი ბათუმში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:06 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

სუარესს აქვს ლიგაზე გატანილი 27 გოლი,ბენზემას 76.ყველაზე უცნაური ეს ციფრებია თუმცა რეალობა ეგაა,სუარესს ლიგაზე გატანა ყოველთვის უჭირდა.მბაპე უსწრებს უკვე ტიპს,რომელ ბენზემაზეა საუბარი.ჰოლანდიც გაასწრებს მალე.სირცხვილია აიაქსის-ლივერპულის-ბარსელონას და ატლეტიკოს ცენტრფორვარდს მხოლოდ 27 გოლი რომ აქვს ლიგაზე

12:52 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

დღეს უფრო საინტერესო სათამაშო დღეა,4 მერვედფინალისტია გასარკვევი.გუშინ ერთი იყო მარტო გასარკვევი და ატლეტიკო გახდა ეგ ერთი მილანის ან პორტუს ნაცვლად.ისე ბევრი რეკორდი დამყარდა ამ ლიგაზე,ჰალემ ჯგუფში 6-ივე თამაშში გაიტანა(რაც კრისტინა-ლევანასაც შეუძლიათ,თან კრისტინას მეორედ შეუძლია მაგის გაკეთება,თუმცა ჰალემ ზოგადად პირველი 6 თამაში ითამაშა ლიგაზე და არ მგონია მაგ რეკორდს კაიხანი ვინმე შეეხოს),ლივერპულ-აიაქსმა ექვსივე მოიგეს რისი გაკეთება ბაიერნსაც შეუძლია.ბომბარდირთა დავაშიც ბევრი გოლი გააქვთ მოწინავე პოზიციებზე მყოფ ხალხს.10 გოლი გაიტანა ჰალემ,9 აქვს ლევანას და დღეს კიდევ შეუძლია მიამატოს.10 გოლით ზოგადად სეზონის ბომბარდირი ხდებოდა ხალხი,ამათ ჯგუფში გააქვთ ამდენი

12:44 | 08.12.2021
Kobe Bean (21687)

ატლეტიკო გაძვრა მაინც.ამ 4 ჯგუფიდან ყველა ძლიერი გუნდი გავიდა მერვედფინალში,ნუ ერთადერთი დორტუნდის გასვლა შეიძლება ჯობდა სპორტინგის გასვლას,თუმცა არც სპორტინგია ცუდი გუნდი და არაფრით ნაკლები არაა დორტმუნდზე.შემტევ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს ლისაბონური გუნდი

0.067589
1631